თბილისში, პეკინის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილი დაიტბორა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტს ადგილზე განუცხადეს, ამის მიზეზად დოლიძის ქუჩაზე 300 მილიმეტრიანი მილის დაზიანება იქცა.
შემთხვევის შედეგად დაიტბორა დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზია და საცხოვრებელი ბინა.
როგორც ადგილზე მყოფმა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ პირველ არხს განუცხადა, პრობლემის აღმოსაფხვრელად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტები მუშაობენ. სამუშაოები სავარაუდოდ დილამდე გაგრძელდება.