პეკინის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილი დაიტბორა [ვიდეო-ფოტო]

03:15, 03.02.2019

თბილისში, პეკინის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილი დაიტბორა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტს ადგილზე განუცხადეს, ამის მიზეზად დოლიძის ქუჩაზე 300 მილიმეტრიანი მილის დაზიანება იქცა.

შემთხვევის შედეგად დაიტბორა დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზია და საცხოვრებელი ბინა.

როგორც ადგილზე მყოფმა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ პირველ არხს განუცხადა, პრობლემის აღმოსაფხვრელად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტები მუშაობენ. სამუშაოები სავარაუდოდ დილამდე გაგრძელდება.

მსგავსი