თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ორი მოტოციკლი შეეჯახა. ავარიისას ორივე მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. მათ შორის ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას მოტეხილობები აღენიშნება.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.