კოსტავას ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
კოსტავას ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

დაშავებული ავტომობილიდან მაშველების დახმარებით გადმოიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ხეს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო და სამაშველო ჯგუფები.