ნაძალადევის რაიონში ქუჩები დაიტბორა [ვიდეო]

თბილისში, ნაძალადევის რაიონში გულრიფშის და მიმდებარე ქუჩები დაიტბორა.

როგორც თვითმხილველებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ადგილზე ძლიერი ხმა გაისმა, რასაც წყლის ნაკადი მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია მაგისტრალური მილსადენი.