თბილისში, ნაძალადევის რაიონში გულრიფშის და მიმდებარე ქუჩები დაიტბორა.
როგორც თვითმხილველებმა საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ადგილზე ძლიერი ხმა გაისმა, რასაც წყლის ნაკადი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია მაგისტრალური მილსადენი.