კოსტავასა და ხილიანის ქუჩების კვეთაზე წყალმა ამოხეთქა [ვიდეო-ფოტო]

თბილისში, კოსტავასა და ხილიანის ქუჩების კვეთაზე, საავტომობილო გზაზე მილი გასკდა. ადგილზე წყალმა დიდი წნევით ამოხეთქა.

აღსანიშნავია, რომ ქუჩის სარემონტო სამუშაოები ცოტა ხსნის წინ დასრულდა. გზის რეაბილიტაციის ფარგლებში გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარი.