პედიატრი თემურ მიქელაძე - სწავლის დაწყების შემდეგ შესაძლოა, გრიპის შემთხვევებმა მოიმატოს, მაგრამ არა მგონია, ადრინდელ მაჩვენებელს მიაღწიოს
სწავლის დაწყების შემდეგ შესაძლოა, გრიპის შემთხვევებმა მოიმატოს, მაგრამ არ მგონია, იმ პიკურ მაჩვენებელს მიაღწიოს, რაც მანამდე გვქონდა,- ამის შესახემ პედიატრმა თემურ მიქელაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მინისტრმა წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივა გააცნო. საუბარია მედიკამენტ ტამიფლუს ყველა მოქალექისთვის უფასოდ გაიცემაზე.
პედიატრი მიესალმება მთავრობიის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ მომართვიანობის მაჩვენებელი დეკემბრის თვესთან შედარებით შემცირებულია.
„მართლაც მისასალმებელია ჯანდაცვის მინისტრის, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და ტამიფლუ ხვალიდან პრაქტიკულად ნებისმიერ კომერციულ აფთიაქში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებშიც იქნება პრაქტიკულად უფასოდ ყველა პაციენტისთვის. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყოს ფორმა 100 წარდგენილი და ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი, რათა არ მოხდეს ამ პრეპარატის ხელაღებით, ტყუილად მიღება. მომართვიანობა ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად შემცირებულია. თუ დეკემბრის თვეში იყო მაღალი მაჩვენებელი, ახლა შემცირებულია. მაგალითად, თუ ვსინჯავდი ოთხ პაციენტს ახლა ეს რიცვხვი არის ორი .ეს ალბათ გამოიწვია იმანაც, რომ სწავლა გადავადდა. კი ბატონო, სწავლის დაწყების შემდეგ შესაძლოა მოიმატოს, მაგრამ არ მგონია, რომ იმ პიკურ მაჩვენებელს მიაღწიოს რაც მანამდე გვქონდა“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ.