თემურ მიქელაძე - საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ქრონიკული დაავადებების მქონე რამდენიმე ბავშვი აიცრა, სწორედ მათთვის იყო აუცილებელი ვაქცინაცია
თემურ მიქელაძე - საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ქრონიკული დაავადებების მქონე რამდენიმე ბავშვი აიცრა, სწორედ მათთვის იყო აუცილებელი ვაქცინაცია

ჩემი რჩევა იქნება, რომ განსაკუთრებული რისკჯგუფის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია, – ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა.

თემურ მიქელაძემ 12 წლის ასაკის ზემოთ მყოფ ბავშვთა ვაქცინაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე რამდენი ბავშვი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

„ჩემი მიმართვით რამოდენიმე ბავშვი აიცრა საქართველოში. ერთეული შემთხვევებია, ეს არის განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და სწორედ ამ ბავშვებისთვისაც აუცილებელი იყო ვაქცინაცია, მათ აბსოლუტურად უსიმპტომოდ, გართულების გარეშე გადაიტანეს. ასაკი იყო ორ ბავშვი 12 წლის და ერთი 15 წლის. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ გავაკეთეთ პირველად საქართველოში 12 წლის ასაკის ზემოთ ვაქცინაცია. დაახლოებით ერთი თვის წინ ეს იყო ერთეული შემთხვევები, კონკრეტულად ჩემი იყო სამი პაციენტი. მათ გადაიტანეს რეაქციის გარეშე, ერთ-ერთი მათგანი დაინფიცირიდა კიდეც და გადაიტანა მსუბუქი ფორმით, შესაბამისად, გავიდა ერთი თვე და მეორე დოზასაც დავამატებთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ განსაკუთრებული რისკჯგუფის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია.

მე რამოდენიმე ათასი პაციენტი გავატარე, აქედან თითზე ჩამოსათვლელი იყო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, მათ რაიმე განსაკუთრებულად მძიმედ მიმდინარეობა კორონავირუსული ინფექციისა არ ჰქონიათ და რისკჯგუფის არმქონე ბავშვებთან არ არის აუცილებელი, ჯობია ჯერ ეს ვაქცინები გამოვიყენოთ იმ მოწყლვადი მოსახლეობისთვის, რომელთათვისაც კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, ლეტალობით დასრულდეს. ამ გამონაკლისის დაშვება ხდება მშობლების მომართვის საფუძველზე, რადგან როგორც მოგეხსენებათ, არასრულწლოვნები, მშობლების თანხმობით იცრებიან.

ვისაც აქვს სურვილი, დღესვე შეუძლია, ნებისმიერ მშობელს მიმართოს ოჯახის ექიმს, რომლებიც ავსებენ სპეციალურ ფორმა ასს იგზავნება სამინისტროში და მყისიერად ხდება ამაზე რეაგირება. მეორე-მესამე დღესვე ეს ბავშვები აიცრებიან. ოჯახის ექიმმაც უნდა დაარწმუნოს, რომ ამ ბავშვს აქვს ისეთი ქრონიკული დაავადება რომლისთვისაც შეიძლება მომაკვდინებელი იყოს და ერთი ასეთ შემთხვევა ჩვენ უკვე გვქონდა ამ კონკრეტულ ჯგუფში. საუბარია 12-დან 15 წლამდე, მძიმე ნერვოლოგიური, გენეტიკური პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული უკმარისობა, გულის თანდაყოლილი პათოლოგია თუ ა.შ. ასეთ ბავშვებს მშობლებისა და ოჯახის ექიმის მომართვის საფუძვლზე ჩვენ ავცრით. ალბათ უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას და ვაქცინაცია დაშვებული იქნება 12 წლის ზემოთაც“, – განაცხადა მიქელაძემ.