პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 28 აპრილს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს 28 აპრილს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით 29 აპრილს პლენარულ სხდომაზე სუს-ის ანგარიშს მოუსმენენ.
„მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა დაიგეგმა. ეს იქნება ოთხშაბათს და სუს-ის ანგარიშის მოსმენა იქნება ხუთშაბათს. დღეს კომიტეტში იყო მოსმენები, იურიდიულ კომიტეტთან ერთად უშიშროების კომიტეტმა განიხილა სუს-ის 2020 წლის ანგარიში და ამის დასკვნების მიღების შემდეგ, იმედია, რომ შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი. ხუთშაბათს უკვე მოვუსმენთ სუს-ის ანგარიშს პლენარულ სხდომაზე“,- განაცხადა ვოლსკიმ.