პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 28 აპრილს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ

15:30, 26.04.2021

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს 28 აპრილს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით 29 აპრილს პლენარულ სხდომაზე სუს-ის ანგარიშს მოუსმენენ.

„მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა დაიგეგმა. ეს იქნება ოთხშაბათს და სუს-ის ანგარიშის მოსმენა იქნება ხუთშაბათს. დღეს კომიტეტში იყო მოსმენები, იურიდიულ კომიტეტთან ერთად უშიშროების კომიტეტმა განიხილა სუს-ის 2020 წლის ანგარიში და ამის დასკვნების მიღების შემდეგ, იმედია, რომ შეუფერხებლად წარიმართება ეს პროცესი. ხუთშაბათს უკვე მოვუსმენთ სუს-ის ანგარიშს პლენარულ სხდომაზე“,- განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი