ეკატერინე ტიკარაძე - ორი წლის განმავლობაში ახალი საცხოვრებელი 7 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, ხოლო 2022-2024 წლებში კიდევ 13 000 ოჯახს გადაეცემა
ეკატერინე ტიკარაძე - ორი წლის განმავლობაში ახალი საცხოვრებელი 7 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, ხოლო 2022-2024 წლებში კიდევ 13 000 ოჯახს გადაეცემა

მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში დევნილი ოჯახების განსახლება არც ერთი დღით და არც ერთი მიმართულებით არ შეჩერებულა და მეტიც, კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯამში 7 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა.

მისივე განცხადებით, 2024 წლის ბოლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა უპრეცედენტოდ მასშტაბური  განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, ახალი საცხოვრებელი ჯამში 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა და მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იცხოვრებს.

მინისტრის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში  ყველაზე წარმატებული შედეგის მიღწევა, ერთი მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფამ, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა მიზნობრივი პროექტის დანერგვამ განაპირობა.