ეკატერინე ტიკარაძე - კიდევ ერთხელ უარვყოფ კონფლიქტის არსებობას, ასპარეზი დავუთმე მეტად ენერგიულ კანდიდატს
ეკატერინე ტიკარაძე - კიდევ ერთხელ უარვყოფ კონფლიქტის არსებობას, ასპარეზი დავუთმე მეტად ენერგიულ კანდიდატს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, ვინ შეცვლის მას აღნიშნულ თანამდებობაზე.

„ვინ იქნება ჩემი შემცვლელი – ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და როგორც არაერთხელ ვთქვი, ბატონი პრემიერი გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. აზარაშვილის კანდიდატურა განიხილება თუ არა, არ ვიცი და ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ტიკარაძე ამბობს, რომ აქტიურად იქნება ჩართული ჯანდაცვის სფეროში.

„არ მაქვს გეგმაში, გავასაჯაროვო, სად ვიქნები. იმ დროს, როცა ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ. არც ერთ ეტაპზე, არც მინისტრობის და არც წინა პერიოდში, მე პასუხისმგებლობიდან თავი არ ამიცილებია, ეს გამოჩნდება იანვარშიც, რადგან აქტიურად ვიქნები ჩართული ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ჩემი პროფესია და მიზანი, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას. ასევე, მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს კიდევ ერთხელ უარვყოფ. ასპარეზი დავუთმე მეტად უფრო ენერგიულ კანდიდატს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძემ არ გამორიცხა ისიც, რომ პანდემიის მართვის კუთხით, ექსპერტთა ჯგუფის მუშაობაში ჩაერთოს და რეკომენდაციები გასცეს.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა.

დატოვე კომენტარი