ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვა ჰოსპიტალური ინფექციები ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი
ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვა ჰოსპიტალური ინფექციები ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი

მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვა ჰოსპიტალური ინფექციები ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ძალიან ბევრი ცვლადით ვახდენთ მონიტორინგს კლინიკებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ თვითონაც ვაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს, თუმცა ალტერნატიულ აზრს, ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვეცა საშუალება, თავიდან ეს ხელმისაწვდომობა არ იყო, რადგან საზღვრები ჩაკეტილი იყო ბევრ ქვეყანაში, უფრო ადრე გვინოდოდა, მაგრამ გვიპოვეს და საქართველოში ჩამოსული იყო ჯანმო-ს ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც შეისწავლა ჩვენი კლინიკები. მან დადო საკმაოდ საინტერესო დასკვნა. რეალურად გაამართლა ჩვენი მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ კლინიკურ სექტორში გვაქვს და ამ მიმართულებების მიხედვით ასევე გაიცა რეკომენდაციები. საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არ არის ეს საკმარისი და მნიშვნელოვანი არის ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის კვლავ ჩავრთოთ საერთაშორისო ექსპერტები. ისინი ნოემბერში ჩაერთნენ და ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი იმისთვის, რომ კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს, ვინაიდან საკმაოდ კრიტიკული არის განსხვავება. გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი ორი-სამი პროცენტი და გვაქვს კლინიკები, სადაც 15 პროცენტია არის ლეტალობის მაჩვენებელი. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია. უბრალოდ ამას საჯაროს არ ვხდით, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ იმისთვის, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები. მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის გამომწვევი მიზეზი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.