პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე მსჯელობენ
საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე მსჯელობენ.
შესაბამისი დადგენილების პროექტს დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს.
მისი თქმით, ამ თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი და ვინაიდან დღეს სხვა რეალობაა, უმრავლესობამ მისი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.
ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, რის შემდეგაც კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია ჩაანაცვლებს.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში ზვიად კვაჭანტირაძეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია. კვაჭანტირაძემ უმრავლესობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.