პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მეოთხე სხდომა მიმდინარეობს.
კომისიის წევრები დღეს შინაგან საქმეთა სამინიტროს წარმომადგენელ კახა სირაძისა და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძის ახსნა-განმარტებებს ისმენენ.
ამასთან, როგორც კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ხვალ დღის პირველ ნახევარში ჩატარდება ექსპერტების ტრენინგი არასრულწლოვნების დაკითხვასთან დაკავშირებით, ხოლო 15:00 საათიდან განახლდება კომისიის სხდომა. ამასთან, კაპანაძემ კომისიის წევრებს რეკომენდაცია მისცა, არასრულწლოვნები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ და ამ ეტაპზე, სიაში 39-ია არასრულწლოვანია, ინიციალებით მოიხსენიონ.
საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომაზე, რომელიც გასული კვირის ბოლოს გაიმართა, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მშობლები და მათი ადვოკატები გამოკითხეს.