პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის თავმჯდომარეს ამ დრომდე სამი მოადგილე ჰყავდა, მათ შორის გია ვოლსკი, კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.