დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, ერთი-ერთზე გვესაუბრა კახა კუჭავასთან მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა საერთაშორისო შეხვედრის გამართვის საშუალება
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, ერთი-ერთზე გვესაუბრა კახა კუჭავასთან მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა საერთაშორისო შეხვედრის გამართვის საშუალება

შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, ერთი ერთზე გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა საშუალება, საერთაშორისო შეხვედრა გაგვემართა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ელიონორ ლაინგმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხილათ საკითხები, რომლებიც ერთობლივ ინტერესშია.

„შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, ერთი ერთზე გვესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, მას შემდეგ, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა საშუალება, საერთაშორისო შეხვედრა გაგვემართა. ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც გაქვს მოკლე და არაფორმალური შეხვედრა, სადაც შეგვიძლია, განვიხილოთ ის თემები, რომლებიც ჩვენს ერთობლივ ინტერსშია, ასევე პარლამენტთაშორისი კავშირისა და „უესტმინისტერის ფონდის დემოკრატიისთვის“ შესრულებული სამუშაო, რაც აერთიანებს ჩვენს იდეებს იმის შესახებ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიების მოფრთხილება და განვითარება ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ელიონორ ლაინგმა.

კახა კუჭავა ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ღონისძიების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბევრი საკითხი იქნება განხილული.