თინა ბოკუჩავა - ვიცე-სპიკერის თანამდებობა საერთაშორისო ბერკეტია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ევროპული მომავლის გადასარჩენად
თინა ბოკუჩავა - ვიცე-სპიკერის თანამდებობა საერთაშორისო ბერკეტია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ევროპული მომავლის გადასარჩენად

ვიცე-სპიკერის თანამდებობა საერთაშორისო ბერკეტია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ევროპული მომავლის გადასარჩენად, ისევე როგორც სააკაშვილის საკითხის აქტუალიზაციისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, ვიცე-სპიკერის თანამდებობის ბერკეტი „ხალხის ძალას“ არ უნდა მიეცეს.

„არ მესმის, კონტრშეთავაზება რა იყოს იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ასეთი კრიტიკა გაახმოვანეს. კონტრშეთავაზება იქნება, რომ „ხალხის ძალის“ და მსგავსი პოლიტიკური სუბიექტებისთვის მოხდეს ისეთი საერთაშორისო ბერკეტების დათმობა, როგორც ვიცე-სპიკერის პოსტი იქნება, რომ მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ შეძლოს და ადვოკატირება მოახდინოს ევროპული მიზნების რეალიზაციის, ისევე როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. ეს არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბერკეტი, რაც არ უნდა მიეცეს „ხალხის ძალას“. ვიცე-სპიკერის თანამდებობა საერთაშორისო ბერკეტია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ევროპული მომავლის გადასარჩენად, ისევე როგორც სააკაშვილის საკითხის აქტუალიზაციისთვის. ეს არის ბრძოლის ინსტრუმენტი და ეს უნდა გამოვიყენოთ ყველგან. ამაში ნიკა მელიაც და სხვა ადამიანიც დამეთანხმებოდა, ძალიან უცნაურია მისი განცხადება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ „ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტის ვიცესპიკერობისკენ ლტოლვა იმ პარლამენტსა და მოცემულობაში, როდესაც უმრავლესობა არ უჭერს მხარს არცერთ საღ ინიციატივას, არის აბსოლუტურად გამაოგნებელი, უღირსი და არაპრაგმატული ნაბიჯი“.