„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა. მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.

ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა.

კანდიდატურა დღის წესრიგის კენჭისყრის საკითხებს მიმდინარე კვირას დაემატება.