ავთანდილ ენუქიძე - კისერი უტეხიათ რუსეთსაც და ამერიკასაც, ვისაც შემოაქვს ფული, თავისი ინტერესებისთვის უნდა, ვითხოვ, გამჭვირვალობა იყოს ყველაფერში
ავთანდილ ენუქიძე - კისერი უტეხიათ რუსეთსაც და ამერიკასაც, ვისაც შემოაქვს ფული, თავისი ინტერესებისთვის უნდა, ვითხოვ, გამჭვირვალობა იყოს ყველაფერში

ვერ მომაკერებთ, რომ რუსეთის მხარეს ვარ, ყველა ომში ვმონაწილეობდი და იმათთვისაც მიუღებელი ვარ, კისერი უტეხიათ რუსეთსაც და ამერიკასაც, მე რაც მჭირდება საქართველოში, ის უნდა მივიღო, ამიტომ ვითხოვ, რომ გამჭვირვალობა იყოს ყველაფერში, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატმა ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, სად და რაში იხარჯება ქვეყანაში შემოსული ფული.

„ხალხს აინტერესებს გამჭვირვალობა და ვინც არის ამის წინააღმდეგი, ის არ არის ხალხის მხარეს. რა ფულიც შემოდის, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხალხმა უნდა იცოდეს, სად შემოვიდა და სად წავიდა. ამაზეა საუბარი და ნუ არქმევთ ნურც რუსულს და ნურც ამერიკულს. ხალხმა იცოდეს, ვისია ეს ფული, საიდან მოვიდა და რაში დაიხარჯა. ამას მივცემ მე ხმას. ბოტანიკისთვის, პეპლებისთვის, რამდენი დაფრინავს საქართველოში, არავინ ხარჯავს ფულს. ვისაც შემოაქვს ეს ფული, თავისი ინტერესების გასატარებლად უნდა. შემდეგ თუ გამოჩნდება, რომ ვიღაცამ ფული შემოიტანა და ქვეყნის აყირავება უნდა, ხალხი დაინახავს ამას. რობერტ კენედის შვილიშვილი ამბობს, ხვალვე მოგასმენინებთ, 1946 წლის შემდეგ 83 ქვეყანაში, არასამთავრობოებით და დემოკრატიის ეგიდით, 83 ქვეყნის მთავრობა ააყირავეს. ეს შეეხება ამერიკას. რუსეთზე ნუღარ ვისაუბრებთ. საქართველოს სჭირდება, იცოდეს, რა ფულის შემოდის და სად დაიხარჯა“, – განაცხადა ენუქიძემ.