პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთ-ერთმა მოქალაქემ ფურცლები გადაყარა
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ერთ-ერთმა მოქალაქემ ფურცლები გადაყარა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას  მოქალაქე მამუკა ჯუღელმა ფურცლები გადაყარა.

როგორც ჯუღელმა აღნიშნა, სამოქალაქო აქტივისტია და ფურცლებზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე 13 ივნისს პარლამენტთან დაანონსებული აქციის თარიღია მითითებული.

მამუკა ჯუღელის თქმით, პანსიონში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები დეპუტატები არიან და ფურცლების გადაყრით ეს პასუხისმგებლობა შეახსენეს.

„სამოქალაქო აქტივისტები ვართ. ჩვენი მიზანი არის, რომ პარლამენტის დეპუტატებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ და მოვთხოვოთ პასუხი, რომ ისინი არიან პასუხისმგებლები იმაზე, თუ რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში, სადაც დღემდე გამომწყვდეული ჰყავთ ბავშვები. დღემდე სახელმწიფო ქმედუუნაროა. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ძალადობის არაერთი ფაქტი იქნებოდა თუ სხვა ისეთი შემთხვევები, რომელიც ბვშვებისთვის დამაზიანებელია, ამ მომენტამდე სახელმწიფოდ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. მიუხედავად იმისა, რომ გამოტანილია სასამართლოს დასკვნები და არსებობს გაერო-ს მიერ დროებითი ღონისძიება, ხელისუფლება ისევ ქმედუუნაროა. ჩვენი მიზანი არის, რომ მათ პასუხისმგებლობა მოვთხოვო და დროულად გამოიყვანონ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები და მათ უშველონ“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა.