ანდრია ჯაღმაიძე - ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება, ეს არ ყოფილა დღევანდელი შეხვედრის თემა
ანდრია ჯაღმაიძე - ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება, ეს არ ყოფილა დღევანდელი შეხვედრის თემა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში დღეს გამართული შეხვედრის თემა არ ყოფილა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვა.

„ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება. ეს არ ყოფილა დღევანდელი დღის თემა. საუბარია ვალდებულებაზე, რომ 2022 წლის პირველ აპრილამდე დიდი ზომის პანსიონების მცირე ზომის პანსიონებით ჩანაცვლება მოხდებოდა. ეს ახალი არ არის. საუბარია იმაზე, რომ ბავშვების პანსიონიდან მყისიერად გადაყვანის არავითარი აუცილებლობა დღეს არ არსებობს. რეფორმირება 2022 წლამდე მოხდება. ამისათვის ზრუნვა უკვე დაწყებულია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.