პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა. სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრებიდან წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ორმა დეპუტატმა კი, თავი შეიკავა.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ მთავრობის ინიცირებული ცვლილებათა პროექტის თანახმად აღმასრულებელი ხელისუფლება ათი სამინისტროსაგან და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატისგან შედგება. მანამდე აღნიშნული რაოდენობა 14 იყო.

წამყვან, იურიდიულ კომიტეტში საკითხს განხილვამდე მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე და ასევე. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს.