პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო 20 დეპუტატის მიმართვა ნდობის ჯგუფის წევრად ირაკლი აბესაძის წარდგენის შესახებ
საქართველოს პარლამენტის ბიურომ დღეს ცნობად მიიღო 20 დეპუტატის მიმართვა ნდობის ჯგუფის წევრად პარლამენტის წევრის ირაკლი აბესაძის წარდგენის შესახებ.
„პირველი საკითხია საქართველოს პარლამენტის 20 წევრის მომართვა ნდობის ჯგუფის წევრად საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი აბესაძის წარდგენის შესახებ. ის გახლდათ ნდობის ჯგუფის წინა შემადგენლობაშიც. ეს უკვე ასახულია და უნდა მივიღოთ ცნობად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.