პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა დღეს კახეთში გაიმართა
კახეთში დღეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.
კომიტეტის წევრებმა მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ორგანული კანონის პროექტს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“.
კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ერთიანი სამართლებრივი სისტემის შექმნის აუცილებლობით.
„კანონპროექტში განსაზღვრული იქნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალური გამოყენების პრინციპები და მიწაზე საკუთრების უფლება. ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლების აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების შემთხვევაში, თუ ვისზე, რა მოცემულობით და შესაძლებლობის ფარგლებში იყოს დაშვებული აღნიშნული უფლება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მისი თქმით, მიწის სწორი მართვა უმნიშვნელოვანესი საკითხია.