ოთარ დანელია - ახალი კორონავირუსი არ დამიდასტურდა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვრჩები თვითიზოლაციაში
ოთარ დანელია - ახალი კორონავირუსი არ დამიდასტურდა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვრჩები თვითიზოლაციაში

საქართველოს პარლამენტის წევრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მას ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა 19 მარტამდე თვითიზოლაციაში რჩება.

ამის შესახებ დანელიამ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა. მისივე ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხი რამდენიმე წუთის წინ მიიღო, და პასუხი უარყოფითია.

„მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩემს თვითიზოლაციასთან დაკავშირებით: გაცნობებთ, რომ სტამბოლიდან სამუშაო ვიზიტიდან დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ერთ-ერთ მგზავრს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი (COVID-19). აღნიშნული ინფორმაციის შეტყობისთანავე, დაავადებათა კონტროლის ერ. ცენტრის/ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის თანახმად, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციის რეჟიმში.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხი გახლავთ უარყოფითი, მაინც რეკომენდაციის თანახმად და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ვრჩები თვითიზოლაციაში 19 მარტამდე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ჯანდაცვის შესაბამისი სტრუქტურების ყველა რეკომენდაცია. ოპერატიულობისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ჯანდაცვის უწყებებს!“,- წერს ოთარ დანელია.

დატოვე კომენტარი