ოთარ დანელია - მოსამართლეობის ყველა კანდიდატს მხარს არ დავუჭერ
ოთარ დანელია - მოსამართლეობის ყველა კანდიდატს მხარს არ დავუჭერ

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს დანელიამ განუცხადა, საკუთარ თავთან ჩამოყალიბებულია და ზუსტად იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

„გუნდის დატოვების საჭიროებას და მიზეზს ვერ ვხედავ, ყველა კანდიდატს მხარს არ დავუჭერ. იმ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც სწორად მიმაჩნია“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს კენჭის ყრას 12 დეკემბერს გეგმავს. მოსამართლეობის კანიდატებს არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა. რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს 19 კანდიდატზე, თუმცა კენჭს ზაზა თავაძესაც უყრიან. კენჭისყრა ჯერ კომიტეტში უნდა ჩატარდეს, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე.

დატოვე კომენტარი