ოთარ დანელიამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წინააღმდეგ მისცა ხმა
ოთარ დანელიამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წინააღმდეგ მისცა ხმა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წინააღმდეგ მისცა ხმა. ოთარ დანელიამ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა და განაცხადა, რომ კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტს კენჭი არ უყარა და სხდომა გადადო, რადგან ბევრი შენიშვნა გქონდათ.

„კრიტიკას ვერ უძლებდა ის ციფრები, რაც იყო წარმოდგენილი. კონკრეტული მიმართულებები იყო ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების, ასევე მეღვინეობის პროგრამის დაფინანსების შემცირება, მეჩაიეობის განვითარების პროგრამის დაფინანსება იგივე დარჩა. ტექნიკით უზრუნველყოფა არ მოხდა და მოთხოვნილი დაფინანსებიდან 35 მილიონის ნაცვლად, ხუთი მილიონი დარჩა.

პრეცედენტს ვერ ვიხსენებ, როცა დარგობრივი კომიტეტის შენიშვნები არ გაითვალისწინეს. მართალი არ ვიქნებოდი, პროექტისთვის მხარი დამეჭირა“, – განაცხადა დანელიამ.

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.