პარიზში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
პარიზში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია.
მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად შემთხვევის ადგილას 250-მდე მეხანძრე მივიდა. ბოლო ინფორმაციით, 36-მა სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებულთა შორის რვა მეხანძრეა. მაშველებმა შენობიდან 60-მდე ადამიანი გამოიყვანეს.
ცეცხლის ჩაქრობას ხუთი საათი დასჭირდა. მეხანძრეები ამბობენ, რომ ცეცხლის მასშტაბურობიდან გამომდინარე, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. სამართალდამცველები ფიქრობენ, რომ შენობაში ცეცხლი განზრახ გააჩინეს.
პოლიციამ უკვე დააკავა იმავე შენობაში მცხოვრები ქალი, რომელსაც სავარაუდოდ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ალკოჰოლზე და ნარკოტიკულ საშუალებებზეა დამოკიდებული.