პარიზში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 27 კი, დაშავდა

14:29, 22.06.2019

პარიზის ცენტრალურ ნაწილში ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 27 კი, დაშავდა. მათგან ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლე პარისიენი“ ავრცელებს.

ფრანგული გამოცემის ცნობით, საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი დილის საათებში გაჩნდა და მიმდებარე სახლებს მალევე გადაედო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს, თუმცა ლიკვიდირებული ჯერ არ არის.

1970-იან წლებში აშენებულ შენობაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

მსგავსი