რა ვითარებაა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შემდეგ [ვიდეო]

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ.

„400-მა პარიზელმა მეხანძრემ საშინელი ხანძარი დაამარცხა. ორი პოლიციელი და მეხანძრე დაშავდა“, – აცხადებენ პარიზის სახანძრო სამსახურში.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა.

„როიტერი“ ავრცელებს კადრებს, როგორი ვითარებაა ტაძარში ხანძრის შემდეგ.