პარიზის პროკურორი - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე ხანძრის მიზეზი შესაძლოა, სიგარეტის ნამწვი ან ელექტროსისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა
პარიზის პროკურორი - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე ხანძრის მიზეზი შესაძლოა, სიგარეტის ნამწვი ან ელექტროსისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე ხანძრის გაჩენის მიზეზი შესაძლოა, სიგარეტის ნამწვი ან ელექტროსისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. ამის შესახებ პარიზის პროკურორმა განაცხადა.

რემი ჰეიტზის განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით გამომძიებლები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ. მათ შორის ზემოთ აღნიშნული ვერსიებია.

პროკურორის განცხადებით, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა. მისი თქმით, ამ ვერსიასთან დაკავშირებით გამომძიებლებს მტკიცებულებები საერთოდ არ გააჩნიათ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე ძლიერი ცეცხლი 2018 წლის 15 აპრილს გაჩნდა. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა მისი სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ტაძრის აღდგენით სამუშაოებს ხუთი წელი დასჭირდება.