ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზში შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს – ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანს ცივი იარაღით დაესხა თავს და დაზიანება მიაყენა.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.