„ფრანს პრესი“- პარიზის თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო
„ფრანს პრესი“- პარიზის თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო

პარიზის თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილი იყო, – „ფრანს პრესის“ ცნობით, 20 წლის, წარმოშობით ჩეჩენმა ახალგაზრდამ, სამართალდამცავების ყურადღება იმის გამო მიიქცია, რომ მას სირიაში მყოფ ადამიანთან გარკვეული კავშირები ჰქონდა. ამის გამო ის რადიკალიზაციისკენ მიდრეკილი პირების სიაში მოხვდა. ამასთან „ფრანს პრესი“ წერს, რომ პოლიციის მონაცემთა ბაზაში თავდამსხმელის თითის ანაბეჭდები არ ინახებოდა.

რუსეთის საელჩოში განაცხადეს, რომ თავდამსხმელის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ოფიციალური პარიზისგან უკვე მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ პარიზში უცნობი მამაკაცი გამვლელებს გუშინ საღამოს დაესხა თავს. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი დაიჭრა. დაშავებულები დღეს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა.

პარალალურად, ვრცელდება ცნობა, რომ ამჟამად საფრანგეთში მომხდართან დაკავშირებით ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა საგანგებო სხდომა იმართება.

დატოვე კომენტარი