პარიზში, ჩრდილოეთ სადგურზე მამაკაცმა დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა

11:30, 11.01.2023

პარიზში, ჩრდილოეთ სადგურზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა გასროლით გაანეიტრალეს.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. ტერიტორია შემოსაზღვრულია, მატარებლების მიმოსვლა შეფერხდა.

მსგავსი