პარიზში პოლიციამ შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა
პარიზში პოლიციამ შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა

ფრანგმა სამართალდამცველებმა პარიზში შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნეს – ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადამიანს ცივი იარაღით დაესხა თავს და დაზიანება მიაყენა.

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.