პარიზში ცივი იარაღით თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება კიდევ ოთხმა პირმა მიიღო.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარ კოლომბის ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მას პოლიციამ გაუხსნა ცეცხლი.
მედიის ცნობით, ინციდენტი ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.