პაპუნა ლეჟავა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით რისკები გაზრდილია
ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა საზოგადოებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით გაზრდილი რისკების შესახებ აფრთხილებს.
მისი თქმით, აუცილებელია, მოსახლეობამ ყურადღება მიაქციოს ყველა დეტალს, როცა სხვადასხვა ვებგვერდზე საკუთარი მონაცემები შეჰყავს.
„მინდა, გავაფრთხილო მოსახლეობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით რისკები საკმაოდ გაზრდილია. ბოლო დროს, გახშირებულია პერსონალური მონაცემების მოპარვის ფაქტები, განსაკუთრებით სოციალური მედიის საშუალებით. მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, თქვენ ხართ პირველი თავდაცვის მექანიზმი საკუთარი ინფორმაციის დასაცავად. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, როდესაც შეგყავთ თქვენი პირადი მონაცემები სხვადასხვა ვებგვერდზე“, – განცხადა პაპუნა ლეჟავამ.