პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს
პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს

პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პაპუნა ლეჟავამ „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია.

21 ნოემბრიდან საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.

ამასთან, პაპუნა ლეჟავა ეროვნულ ბანკში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობასაც იკავებს.

პაპუნა ლეჟავა 2018 წლის დეკემბრიდან არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ხოლო უფლებამოსილების ვადა 2025 წლის დეკემბერში ეწურებოდა.