ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე მიქაბაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ქმედითუნარიანობა უნდა შენარჩუნდეს და ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე მიქაბაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ქმედითუნარიანობა უნდა შენარჩუნდეს და ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ეკატერინე მიქაბაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის ქმედითუნარიანობა უნდა შენარჩუნდეს.

„ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია, ინსტიტუციის ქმედითუნარიანობის შენარჩუნების მიზნით. უნდა შენარჩუნდეს ინსტიტუცია“, – აღნიშნა მიქაბაძემ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები დღეს დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭოში სულ ცხრა წევრია, თუმცა ამჟამად ის შვიდი პირისგან იყო დაკომპლექტებული, საიდანაც ოთხი პოზიცია აღმასრულებელ პირებს – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და სამ ვიცე-პრეზიდენტს ეკავა. კანონის მიხედვით, საბჭო არ არის ქმედითი, თუკი მასში წევრთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია, თუმცა ახლა საბჭოში ზუსტად ხუთი წევრია. შესაბამისად, ამჟამად საბჭო ქმედუნარიანია.