ტერორიზმის ხელშეწყობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ზურაბ გორნაკაშვილს ე.წ. მოდულის შენობაში ბრალი წარუდგინეს.
დაკავებულის ადვოკატის, ირაკლი ბენიას განცხადებით, მას საქმის მასალები გადაეცა, თუმცა მათ ჯერ არ გაცნობია და შესაბამისად, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
სპეცოპერაციისას დაკავებული კიდევ ერთი პირისთვის ბრალის წარდგენა ე.წ. მოდულის შენობაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მანამდე კი ბრალი წარედგინა პანკისში დაკავებულ კიდევ ერთ პირს, რუსლან ალდამოვს.
სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა. სპეცოპერაცია დუისში გუშინ ჩატარდა.