პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი და საერთაშორისო მაღალჩინოსნები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ
პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი და საერთაშორისო მაღალჩინოსნები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ

პალესტნის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და საერთაშორისო მაღალჩინოსნები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს ერ-რიადში მიმდინარე კვირას გამართავენ. მოლაპარაკებები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეხვედრის პარალელურად გაიმართება.

ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა, ბორგე ბრენდემ განაცხადა.

„ერ-რიადში გვყავს საკვანძო მოთამაშეები და ვიმედოვნებთ, რომ  დისკუსიებმა, შესაძლოა, შერიგებისა და მშვიდობის პროცესამდე მიგვიყვანოს“, – განაცხადა ბრენდემ ერ-რიადში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ასევე რეგიონული ლიდერები, მათ შორის, კატარის პრემიერ-მინისტრი, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ომანის ტახტის მემკვიდრე პრინცი და ბაჰრენის ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

ბრენდეს თქმით, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრაში მონაწილეებს ისრაელში 26 აპრილს ეგვიპტელი მომლაპარაკებელების მიერ გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.