ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე ანკლავში დაღუპულთა შორის 14 500-ზე მეტი ბავშვი და 9 500 ქალია
ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე ანკლავში დაღუპულთა შორის 14 500-ზე მეტი ბავშვი და 9 500 ქალია

ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 47 ადამიანი ემსხვერპლა, 61 კი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის შეჭრის შემდეგ არაბულ ანკლავში 34 535 ადამიანი დაიღუპა, 77 704 კი დაშავდა.

8 000 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.

ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის 14 500-ზე მეტი ბავშვი და 9 500 ქალია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში სახმელეთო ოპერაცია მაინც ჩატარდება.

„იდეა, რომ ომს ყველა მიზნის მიღწევამდე შევაჩერებთ, არ არის ვარიანტი. იქნება თუ არა შეთანხმება, ჩვენ შევალთ რაფაჰში და გავანადგურებთ “ჰამასის” ბატალიონებს, რათა მივაღწიოთ სრულ გამარჯვებას“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.