პაატა დავითაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია
აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პაატა დავითაია ფეიკ ვიდეოს უწოდებს.
როგორც პაატა დავითაიამ აღნიშნა, მაშინ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამის ვიდეოჩანაწერიც არსებობს.
„2008 წლიდან 2014 წლამდე პარლამენტის ვებგვერდზე იდო ეს გამოკითხვა. ეს არის საჯარო ინფორმაცია. ამ საჯარო ჩვენებებიდან ამონარიდები არის ვიდეორგოლში. რაც არის დასტური, როგორ ხდება გარკვეული საკითხების მონტაჟი”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.