საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძეს დღეს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხავენ.
ამის შესახებ პირველ არხს ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა. უფლებადამცველის თქმით, დაკითხვა ფონდ „იავნანას“ საქმიანობას შეეხება.
სოსო ბარათაშვილის განცხადებით, პაატა ბურჭულაძე მზად არის ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი გასცეს.
„როგორც შეგვატყობინა გამომძიებელმა, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაინიშნა პაატა ბურჭულაძის დაკითხვა, რაც ჩვენი ინფორმაციით, შეეხება ფონდ „იავნანას“ საქმიანობას. ბატონი პაატა მზად არის ამომწურავი პასუხები გასცეს ყველა დასმულ შეკითხვას”,- განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
საოპერო ვარსკვლავისა და ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის დაკითხვა ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე იგეგმება.