ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის N129-ში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ოსიკო თოთიბაძის განცხადებით, მერია დაზარალებულს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს.