ოზურგეთში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა
ოზურგეთში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა

ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის N129-ში საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ოსიკო თოთიბაძის განცხადებით, მერია დაზარალებულს ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს.