ოზურგეთში, თეატრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა საბავშვო კონცერტი.
ოზურგეთის მოსახლეობას, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ.
„გურიას და სრულიად საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს, დამდეგ კალანდას. გისურვებთ მშვიდობას, სიხარულს, ხვავსა და ბარაქას. 2019 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რეგიონისთვის, განხორციელდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. გაუმჯობესდა წყალმომარაგება, რეაბილიტირდა ამბულატორიები, სკოლები, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. მომავალი წელი იქნება არანაკლებ წარმატებული. თითოეული პროექტი, ორიენტირებული იქნება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე”, განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.