ავთანდილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის სოფელ შემოქმედში, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები 33 ოჯახი 30 000 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებს
ავთანდილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის სოფელ შემოქმედში, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები 33 ოჯახი 30 000 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებს

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები 33 ოჯახი 30 000 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებს, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიაში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ექსპერტების დასკვნის თანახმად, თავად ეს შენობა ექვემდებარება დემონტაჟს.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ღირსეული, უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები ოზურგეთის განვითარების ჩვენი რვაპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი და მთავარი დაპირება იყო. მინდა, ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაგაცნოთ, რომელიც შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ავარიულ მრავალბინიან კორპუსს, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებს ეხება. ჩვენ ეს შენობა საფუძვლიანად შევამოწმეთ, იგი ამორტიზებულია და საფრთხეს წარმოადგენს იქ მცხოვრებთათვის. ამიტომ შემოქმედში, ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრებ 33 ოჯახს, მინდა, ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მიიღებს ფულად დახმარებას 30 000 ლარის ოდენობით, რათა შეძლოთ ალტერნატიული ფართის შეძენა და უსაფრთხოდ განაგრძოთ ცხოვრება. ექსპერტების დასკვნის თანახმად, თავად ეს შენობა ექვემდებარება დემონტაჟს“, – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.